ლივანურა თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლივანურა თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში აჭარიდან.

როგორც სახელწოდებიდან ჩანს, იგი აჭარაში ოდესღაც საქართველოს ისტორიული რეგიონიდან, ლივანიდან უნდა იყოს შეტანილი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მცირედ ოვალური ან მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი მდედრობითია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ახასიათებს განტოტვა, თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალოზე მსხვილია, ოვალური, ღია მწვანე, მზის მხრიდან მოყვითალო-ქარვისფერი. საკმაოდ სქელი კანი ცვილისებრი ფიფქით მცირედაა დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს. გემო სასიამოვნო-ტკბილი.

ლივანურა თეთრი საშუალოზე ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 245 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, აგრეიივე გამოიყენება სასუფრე ყურძნად. დაუკრეფავი ყურძენი დეკემბრამდე ინახება, ხოლო დაკრეფილი — გაზაფხულამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 214