ტყისყურძენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყისყურძენაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

სახელწოდება იმის მიხედვით შეერქვა, რომ ძალიან ჰგავს გარეულ ყურძენს. გავრცელებულია აჭარაში, ხულოს ტყეებში და გზების პირას.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო და საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შიშველია და მხოლოდ უმნიშვნელო შებუსვა გასდევს ძარღვების გასწვრივ. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ განტოტვილი და ფრთიანი, კუმსიცაა და თხელიც. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო ან რამდენადმე შებრტყელებული, მუქი ლურჯი, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. კანი სქელი და უხეში აქვს. მარცვლები მტევანში არათანაბრად მწიფდება. რბილობი წვნიანი და ხორციანია. გემო — სასიამოვნო, წვენი — შეფერილი.

ტყისყურძენა საშუალო ან ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-163 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის საშუალო წონა 88-136 გრამია. დაბალმოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-24.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.0-12.3 გ/ლ-ს.

მოსავლიანობისა და გემური თვისებების მიხედვით სამეურნეო ღირებულებას მოკლებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 359