ჭოდი სალხინოს
იერსახე
ჭოდი სალხინოს — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, დაუნაკვთავი, ზოგჯერ საშუალოდ დანაკვთული, მთლიანი ან სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირი ქეჩისებრია. მტევანი საშუალო ზომისაა, ძირითადად ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-მოოვალო, შავი ფერის. კანი საშუალო სისქის და საშუალო სიმკვრივისაა, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანი აქვს, საშუალო სიმკვრივის.
ჯიში საგვიანო პერიოდისაა.
გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 499