მცვივანი რაჭული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მცვივანი.

მცვივანი რაჭულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს გადაჭარბებული ყვავილცვენის გამო, რაც მდედრობითი ყვავილებითაა გამოწვეული.

ეს ჯიში რაჭაში უძველესი დროიდან ფართოდ ყოფილა გავრცელებული და ზემო რაჭის საუკეთესო თეთრ ღვინოს სწორედ რაჭული მცვივანისგან იღებდნენ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის კვერცხისებური ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი ააშუალო და დიდი ზომისაა, კონუსური, მხრიანი, დატოტვილი, მეჩხერი ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თითქმის ოვალური, მომწვანო ან მომწვანო-მოყვითალო ელფერის. ვანი საკმაოდ თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი მკვრივია, ოდნავ კნატუნა, გემო — ნაზი და სასიამოვნოდ ტკბილი.

მცვივანი რაჭული სუსტი ზრდისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 140 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 60-200 გრამს შორის მერყეობს, საჰექტარო მოსავლიანობა კი 9.5-10.5 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-9.0 გ/ლ-ს.

რაჭული მცვივანისგან დამზადებული ღვინო ნაზია, მსუბუქი, ხალისიანი, საკმაოდ სხეულიანი, სურნელოვანი და სასიამოვნო გემოთი. იძლევა კარგ მასალას ცქრიალა ღვინისთვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 263

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]