ზაქათლის შავი
იერსახე
ზაქათლის შავი — ქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ხუთი ან იშვიათად შვიდნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, დატოტვილი და მეჩხერი. მარცვალი — საშუალოზე დიდი ზომის, მომრგვალო ან ოვალური, მუქი იისფერი, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი.
ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 131