სამთელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამთელაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი მცირე ზომისაა, გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე უხვადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზო-მისაა, ცილინდრული ფორმის, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსისაა. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო. ჩალისფერია, მოყვითალო ელფერით და თამბაქოსფერი ლაქებით. სქელკანიანია. რბილობი ხორციანი და წვნიანი აქვს, ტკბილი, ჰარმონიული მჟავიანობით და ოდნავ მწკლარტე გემოთი. მტევნის წონა 70-დან 160 გრამამდე მერყეობს. ერთი ძირიდან დაახლოებით 1.2-1.5 კილოგრამი იკრიფება. წვენის გამოსავლიანობა 76.5%-ია.

სამთელა სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ვაზი სუსტი ზრდისაა.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო სხეულიანი და სასიამოვნოა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 331