თეთრა ლაბილაძის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრა ლაბილაძისქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, დაუნაკვთავი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი — საშუალო ზომის, ცილინდრული ფორმის და საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო-ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო შეფერილობის. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი ოდნავ მკვრივი და ნაკლებ წვნიანია.

ვაზი საშუალო ზრდის და საშუალომოსავლიანია. მტევნის წონა 150-160 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-7.5 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის მშრალი თეთრი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 148