ღვანურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ღვანურაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ღვანურა ფართოდ ყოფილა გავრცელებული აჭარის სოფლებში. მის მოსავალს ძირითადად სასუფრე ყურძნად მოიხმარდნენ და ზამთრისთვის შესქელებულ ყურძნის წვენს (ბაქმაზს) ამზადებდნენ. ამჟამად ერთეული ძირებია შემორჩენილი ხულოს მუნიციპალიტეტში სოფ. ჩაოს, ფურთიოსა და სხალთას მიდამოებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე მცირე ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, აამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა დაფარული ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი შებუს-ვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, უფორმო, განტოტვილი, ზოგჯერ ცილინდრული და თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. კანი სქელი აქვს, საშუალო სიმკვრივის, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ღვანურა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშ-ლიდან სრულ სიმწიფემდე 190-195 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლო რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 130 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-9.5 ტონა. ყურძნის არული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.2-19.4%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9.8-10.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სხვა ჯიშებთან ერთად სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 393