წნორის თეთრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წნორის თეთრიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან დიდი ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, ფრთიანი ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ფერის, მზისკენ მოქცეულ მხარეს სიდამწვრის ლაქები უჩნდება. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, კნატუნა. გემო — სასიამოვნო და ჰარმონიული.

წნორის თეთრი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 157 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. მისი მტევნის საშუალო წონა 146 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად და რქაწითელთან ერთად საკუპაჟე მასალად. მიიღება ჯიშური ღვინო საკმაოდ მაღალი ხარისხის. აგრეთვე, გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 484