წითელი ვაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წითელი ვაზიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, საშუალოდ დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის ან შეზნექილი, მუქი-წითელი. კანი სქელი აქვს და ადვილად სცილდება რბილობს. ცვილისებრი ფიფქით ოდნავაა დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია.

წითელი ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.4-17.8%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.6-6 გ/ლ-ს.

წითელი ვაზი იძლევა სუფრის ნაკლებად შეფერილ, თხელ, წითელ, მშრალ ღვინოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 475