ფორთოკა
იერსახე
ფორთოკა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.
ერთეული ძირების სახით გვხვდება გორის მუნიციპალიტეტის სკრის კოლექციაში.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, სოლისებური, ხუთნაკვთიანი, ძლიერად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოლურჯო-შავი ფერის. რბილობი საშუალო სიმკვრივისა. წვენი — შეუფერავი.
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 169-171 დღეა. სიმწიფის პერიოდი — საგვიანო.
გამოიყენება სუფრის წითელი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 373