ბლაბურხვა (ვაზის ჯიში)
იერსახე
ბლაბურხვა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ჯიშმა თავისი სახელწოდება გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბლაბურხვის გამო მიიღო.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, სუსტად დანაკვთული, ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური, შავი ფერის.
ბლაბურხვა ძალიან ძლიერი ზრდა-განვითარების ვაზის ჯიშია. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 214 დღეა. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის.
გამოიყენება სასუფრე ყურძნად და საკუპაჟე ღვინომასალად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 74