შხუჩეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შხუჩეშიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

„შხუ“ მეგრულად მსხვილს ნიშნავს, „ჩეში“ კი თეთრს ანუ „მსხვილი თეთრი“.

ერთეული ძირებია შემორჩენილი მაღლარის ფორმით წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ფორმის. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან განივოვალური, თეთრი ფერის. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი წვნიანი და ტკბილია.

შხუჩეში საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 185-190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომ-ბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 155 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.8-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.8-9.1 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის მსუბუქი და ჩალისფერი თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 420