თბილული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილულიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

რაჭაში მსგავსი სახელით (ტფილურა, თბილური) მოიხსენიებენ გორულ მწვანესაც და თვალდამწვრისოულსაც, თბილული კი სრულიად განსხვავებული ჯიშია. მისი მცირე ნარგავები გავრცელებულია ამბროლაურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ან პატარა ზომისაა, ოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა ქეჩისებრად შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ცილინდრულ-კონუსური ფორმისაა, გვხვდება ცილინდრულიც და კონუსურიც, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო ელფერით. კანი სქელი აქვს, მვვრივი, ცვილისებრი ფიფქიო დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო — სასიამოვნო.

ჯიში საშუალო ზრდით ხასიათდება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში თბილულის დამწიფებას 164 დღე სჭირდება, ხოლო სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.3 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-19.6%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.1-7.2 გ/ლ-ს.

თბილულიდან მიიღება ჩალისფერი, მსუბუქი და სასიამოვნო სუფრის ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 145