უწყვეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უწყვეტიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

რადგანაც ამ ჯიშის ყუნწი ხელით ძალიან ძნელი მოსაწყვეტია, მისთვის უწყვეტი დაურქმევიათ.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან მცირე ზომისაა, კონუსური, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ძალიან კუმსი. მარცვალი მცირე ზომისაა, ოვალური. მწვანე შეფერვის, კანი — სქელი და მვვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია.

უწყვეტი საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 155-182 დღეა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. მტევნის წონა 100-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 11.0-13.0 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მომჟავო, დაბალექსტრაქტული და არაჰარმონიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 367