ადრეული შავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ადრეული შავი, ადრეული, ადრიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ჯიშის სახელწოდება ყურძნის სიმწიფის პერიოდს გამოხატავს.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო, ზოგჯერ კი დიდი ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული. ხუთ, გვხვდება შვიდნაკვეთიანიც. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრად სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ფართოკონუსური ფორმის, ხშირად ფრთიანი, ზოგჯერ უფორმო, კუმსი ან საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ან საშუაოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ხშირად სიკუმსისგან დეფორმირებული. მუქი ლურჯი, გვხდება მოწითალო, სუსტად შეფერილი მარცვლებიც. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქტით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, საშუალო სიმკვრივის, წვენი — უფერული.

ადრეული შავი საშუალო ზრდისაა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 175 დღეა, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-7.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5-0.9 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წიტელი ღვინო და გამოიყენება სხვა ჯშებთან საკუპაჟე მასალად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 16