ქიშური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქიშური, გიშური, ქიშურა, ქიშური საადრეო, თეთრი ქიშურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ივანე ჯავახიშვილის ცნობით, იგი ძველ ჰერეთში უნდა იყოს წარმოშობილი ქიშის (გიშის) ხეობაში, საიდანაც მიიღო კიდევაც სახელწოდება.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოვალური, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე მცირედაა დაფარული აბლაბუდისებრი და ხშირი ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, იშვიათად უფორმო, საშუალო სიკუმსის ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მომწვანო-მოყვითალო, ქარვისფერი ელფერით, მზის მხარეს ჟანგისფერ-იისფერი შეფერვა ახასიათებს. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით სუსტად დაფარული. რბილობი ხორციანია, ოდნავ კნატუნა, წვნიანი, სასიამოვნო ჰარმონიული, საკმაოდ ტკბილი გემოთი.

ქიშური ძლიერი ზრდით ხასიათდება. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 130-140 დღეა. ქართლში სექტემბრის შუა რიცხვებში მწიფდება. მტევნის წონა 100-140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.6-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-22%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.5-6.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 384-385