ქართული პირველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართული პირველი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია 1947 წელს საქართველოს მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თელავის საცდელ სადგურში ვასილ ლოლაძის მიერ რქაწითელისა და ხალილი თეთრის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად მოგრძო, საშუალოდ დანაკვთული, სამნაკვთიანია. ქვედა მხარე თითქმის შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მოგრძო ან კვერცხისებური ფორმის, ქარვისფერ-ყვითელი.

ქართული პირველი სრულ სიმწიფეში აგვისტოს დასაწყისში შედის. ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16-18%-ს, ხოლო მჟავიანობა — 5.0-3.8 გ/ლ-ს.

ჯიში გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 561-562