ტყუპკვირტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტყუპკვირტაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ხუთნაკვთიანი, მომრგვალო ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, კონუსური ფორმის, უმხრო, კუმსი ან საშუალო სიკუმსის. გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი სქელი და მვვრივი აქვს, რბილობი — წვნიანი და ხორციანი, წვენი — მეუფერავი. ტყუპკვირტა მიეკუთვნება სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ვაზის ჯიშს. ვაზი ძლიერი ზრდისა და საშუალოზე უხვმოსავლიანია.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 359-360