ციცქა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ციცქა, შანთი, ციცქო, ყვითელი ციცქა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ივანე ჯავახიშვილის ვარაუდით, ციცქას წარმოშობის ადგილი უნდა ყოფილიყო სოფლები: ციცხე ან ციცქიური (იმერეთი, ხარაგოულის მუნიციპალიტეტი) და თვლიდა, რომ ამ ჯიშის სახელწოდებაც მისი პირვანდელი გავრცელების ადგილთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული.

საკუთრივ ზემო იმერეთში ამ ჯიშს შაწთის და ციცქოს ეძახიან, ცენტრალურ იმერეთში კი მამალ ციცქას (სინამდვილეში, მამალი ციცქა მისი ვარიაციაა).

ციცქა დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული ზესტაფონის, ხარაგოულის და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. მცირე ნარგავებად კ,-რაჭა-ლეჩხუმში, სამეგრელოში, აფხაზეთში, გურიაში, ქართლსა და აჭარაში.

ციცქა ქვეყნის ფარგლებს გარეთაც იყო გატანილი და მის ნარგავებს ყოფილ საბჭოთა რეს-პუბლიკებში, გავრცელებული ფართობის მიხედვით, რქაწითლისა და ცოლიკოურის შემდეგ მესამე ადგილი ეჭირა (5739,3 ჰექტ.).

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ წაგრძელებული ფორმის. სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა დაფარული მონაცრისფრო აბლაბუდისე-ბრ-ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი ან ძლიერ კუმსი. გვხვდება საშუალო სიკუმსის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური. სრულ სიმწიფეში მომწვანო-მოყვითალოა, მზის მხარეს კი მოქარვისფრო ელფერით. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანია, მაგრამ უფრო წვნიანი. ძალიან სასიამოვნო, ტკბილი და მომჟავო გემოთი.

ჯიში საშუალო ზრდისა და მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 176 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შედის. მტევნის წონა 130-400 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-25%-ს, მჟავიანობა — 6.5-10.5 გ/ლ-ს.

ციცქა მაღალხარისხიანი საღვინე ჯიშია. მისგან მზადდება ევროპული და იმერული ტიპის თეთრი ღვინოები, ცქრიალა ღვინო და საუკეთესო საბრენდე სპირტი. სუფრის ღვინო ღია ჩალისფერია მომწვანო იერით. ხასიათდება სხეულით, ენერგიით და ხალისით. გემო ნაზი და ჰარმონიული აქვს. დაძველებისას ივითარებს მეტად ნაზ სასიამოვნო ბუკეტს. ისტორიულად, საუკეთესო ღვინოებად ითვლებოდა ციცქასა და ცოლიკოურის თანაბარი ნაზავი და ასევე ციცქასა და დოდნდღლაბი მჭკნარას კუპაჟი. საუკეთესო მიკროზონებია: კვალითი, სვირი, ფუთი, ილემი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 446
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 236.
  • ხარბედია მ., „ქართული ღვინის გზამკვლევი“, გვ. 54, თბ., 2013

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]