კუპრაშვილისეული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუპრაშვილისეულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომის და მომრგვალო, ხშირად გულისმაგვარი ფორმისაა. სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი ქეჩისებრ-აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომის და კონუსურია, ზოგჯერ ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ ოდნავ ოვალური, მუქი-ლურჯი. კანი სქელი და უხეში აქვს, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი წვნიანია, გემო სასიამოვნო, წიპწები გარსშია მოქცეული.

კუპრაშვილისეული ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის საშუალო წონა 160 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 7.0-8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-12 გ/ლ-ს.

მიიღება ბროწეულისფერი, საშუალო ექსტრაქტულობისა და სასიამოვნო გემოს სუფრის ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 207-208