აფხაზური (ვაზის ჯიში)
აფხაზური, აფხაზური შავი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, საშუალოდ ან მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე აბლაბუდისებრადაა შებუსული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომის აქვს, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. ზოგჯერ ცილინდრული ან კონუსური, ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, შავი ფერის. კანი მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი შეუფერავი, სასიამოვნო გემოთი.
აფხაზური ძლიერი ზრდით გამოირჩევა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 163 დღეა. მტევნის საშუალო წონა 150 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.5 გ/ლ-ს.
მიიღება მსუბუქი, თხელი და ნაკლებჰარმონიული სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 52