ვაზისუბნის წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაზისუბნის წითელი, ურიათუბნის წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

სახელწოდება მიღებული უნდა პქონდეს იმ ადგილიდან, რომელშიც თავიდანვე იყო გავრცელებული. 1951 წლამდე გურჯაანის მინიციპალიტეტში მდებარე სოფელ ვაზისუბანს ურიათუბანი ერქვა.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი სამ-ხუთნაკვთიანი ან თითქმის მთლიანია. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია, მაგრამ ქვედა იარუსის ფოთლები ჯაგრისებრად საკმაოდ სქლადაა დაფარული. ყვავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, დატოტვილი. მტევანი საშუალო სიკუმსისაა, იშვიათად თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი, თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული, რბილობი წვნიანია.

ვაზისუბნის წითელი ძლიერი ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მუა რიცხვებში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 119