კახის წითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კახის წითელიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.

1956 წელს ერთადერთი ძირი აღმოაჩინეს კახის რაიონის გაველურებულ ვენახებში. ამჟამად საკოლექციო ჯიშია.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საკმაოდ სქელი ქეჩისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი საშუალო ზომის აქვს, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიმკვრივის. მარცვლები საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სუსტად ოვალური, მუქი წითელი ელფერით, სქელკანიანი, ცვილისებრი ფიფქით ოდნავ დაფარული. რბილობი ოდნავ კვრივი და წვნიანია.

ჯიში საშუალოზე მცირემოსავლიანია. მტევნის წონა 250 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 181