ბუბა კუდავა
ბუბა კუდავა | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ოქტომბერი, 1972 (52 წლის) |
დაბ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ისტორიკოსი |
მუშაობის ადგილი | ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ბუბა კუდავა (დ. 25 ოქტომბერი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიის დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი 2006-2015 წლებში.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა თბილისში 1972 წლის 25 ოქტომბერს. დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი (1995). თსუ-ის ქართული სახელმწიფო და სახალხო დიპლომატიის ისტორიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ლაბორანტი, მეცნიერი თანამშრომელი (1994-2006), საქართველოს ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი (2000-2006), ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (2005); ჰუმანიტალური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (2005), ასოცირებული პროფესორი (2006-2012); კითხულობდა ლექციებს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში (2003-2005); ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე (2006), დირექტორი 2006-2015 წლებში.
არის ისტორიის დოქტორი, დისერტაციის თემა: „დასავლეთ საქართველოს ეკლესია (IX-XI სს.)“ (2003). არის V კლასის ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოს — „ჩვენი სამშობლოს მატიანე“ (2003-2010) თანაავტორი. მისი მთავარი სამეცნიერო ინტერესებია: შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია, ტაო-კლარჯეთის რეგიონი, საქართველოს ეკლესიის ისტორია, ისტორიული გეოგრაფია, ქართული საისტორიო და კულტურული მემკვიდრეობა საზღვარგარეთ, ქართული ხელნაწერი და საარქივო მემკვიდრეობა, ქართული პალეოგრაფია.
სამხრეთ კავკასიისა და ანატოლიის კვლევის ცენტრის დამფუძნებელი და წევრი (2003 წლიდან). ტაო-კლარჯეთში ცენტრის მიერ ორგანიზებული სამეცნიერო ექსპედიციების მონაწილე და ხელმძღვანელი (2003-2012), საგამომცემლო სერიის — „სამხრეთ კავკასია და ანატოლია“ — სარედაქციო ჯგუფის წევრი; თურქულ-ქართული ჟურნალის — ფიროსმანი ერთ-ერთი რედაქტორი (სტამბოლი, 2007-2010).
ჟურნალ „არტანუჯის“ დამფუძნებელი და რედაქტორ-გამომცემელი (1993 წლიდან), გამომცემლობა „არტანუჯის“ დამფუძნებელი (2000), დირექტორი (2000-2006). საგამომცემლო სერიების — „არტანუჯის წყაროები“, „კოლხური სერია“, „საქართველოს ეკლესიის ისტორია“, „აფხაზეთის სერია“ — მთავარი რედაქტორი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის პოსტიდან ბუბა კუდავა საბოლოოდ გაუშვეს. კვირის პალიტრა (16 მაისი, 2015). ციტირების თარიღი: 9 ივნისი, 2019.