ჩიტისთვალა აჭარული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩიტისთვალა აჭარულიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ასწლოვანი მაღლარების სახითაა გავრცელებული ზემო აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფლებში: ალმე და დეკანაშვილები.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ განივოვალური, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია საშუალო სიხშირის აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, გვხვდება განტოტვილი და უფორმო მტევნებიც, თხელი ან ძალიან თხელი. მარცვალი საშუალოზე მცირეა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური, მუქი წითელი. კანი თხელი და ნაკლებმკვრივია, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — ჩვეულებრივი.

ჩიტისთვალა აჭარული საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 204 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის, მტევნის საშუალო წონა 65 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.5-5.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17.1%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 431-432