ტატანაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტატანაურიქართული აბორიგენული ვარდისფერყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ძირითადად ერთეული ვაზების სახითაა სოფელ მეტეხის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოვალური, იშვიათად განივოვალური. ფოთლის ქვედა მხარე გლუვია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის. გვხვდება ცილინდრულიც და კონუსურიც. საშუალო სიკუმსისაა ან მეჩხერი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან მობრტყო მოყვანილობის. მუქი ვარდისფერია. კანი თხელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია.

ტატანაური სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. ვაზი საკმაოდ ძლიერი ზრდისა და უხვმოსავლიანია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-7.4 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 357