ვაშლიჯვარი (ვაზის ჯიში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაშლიჯვარიქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიში.

1963 წელს გამოყვანილია მაქსიმე და რევაზ რამიშვილების მიერ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ალექსანდრიული მუსკატისა და განჯურის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, საშუალო სიკუმსის.

მარცვალი საშუალო ან საშუალოზე მსხვილია, ოვალური ან მოგრძო-ოვალური ფორმის, მომწვანო-მოყვითალო ელფერით.კანი საშუალო სისქისაა, მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. რბილობი ხორციან-წვნიანია. გემო სასიამოვნო მუსკატური.

იძლევა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 547