აწისიჟი
იერსახე
აწისიჟი (აფხ. Аҵысыжь/Аҵсжь[1] — „ჩიტის ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან თირკმლისებური ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურად საშუალოდაა შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, თხელი. მარცვალი წვრილია, მომრგვალო, მოყავისფრო-მოლურჯო.
აწისიჟი ძლიერი ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ნოემბრის დასაწყისში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16.5-18.0%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.5-10 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო და გამოიყენება სასუფრე ყურძნად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 57
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015