წვრიმალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წვრიმალაქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ლეჩხუმიდან.

სახელწოდება მიღებული აქვს წვრილი მარცვლების გამო.

მაღლარების სახით, ერთეული ძირებია ლეჩხუმის სოფლებში: ლაჯანა და ორბელი.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი ან მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი ჰატარა ან საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელია, ზოგჯერ საშუალო სიკუმსის. მარცვალი მცირე ზომისაა, მომრგვალო, ზოგჯერ შეზნექილი, მუქი წითელი — თითქმის შავი. კანი თხელი აქვს, რბილობი — წვნიანი.

წვრიმალა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-21%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 475