პუმპულა (შავი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

პუმპულა (შავი), პუმპულაშიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში სამეგრელოდან.

სამეგრელოს ერთ-ერთი უძველესი ჯიშია. ერთეული ძირებია შემორჩენილი აბაშისა და გუდაუთის ვენახებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისმაგვარი ფორმის, მცირედ დანაკვთული, სამნაკვთიანი, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად სქლადაა მებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე, იშვიათად საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის და ფრთიანი. კუმსია, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი წვრილი ან საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მუქი-ლურჯი. კანი სქელი აქვს, ტყავისებრი, მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდ დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია. წვენი — შეუფერავი, გემო — სასიამოვნო.

პუმპულა საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 193 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის წონა 60-80 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4.0-5.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-12 გ/ლ-ს.

პუმპულა გამოიყენება საკმაოდ ხარისხიანი სუფრის მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება ნაზი, ღია ვარდისფერი, მსუბუქი და სასიამოვნო გემოთი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 302-303