მწვანურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მწვანურაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აჭარიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა ხშირ ქეჩისებრია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად ფრთიანი. თხელია ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თეთრი, ცვილისებრი ფიფქით მცირედ დაფარული. კანი სქელი აქვს, რბილობი ხორციანი და წვნიანი, გემო — ტკბილი.

მწვანურა საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. მისი სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 190 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის შუა რიცხვებში შედის. მტევნის საშუალო წონა 140 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 6.0-6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 9-10 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო მიიღება ჰარმონიული, ნაზი არომატით და ალკოპოლის ნორმალური შემცველობით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 271