შინაარსზე გადასვლა

სამჭაჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამჭაჭა
ვაზი (Vitis)
ყურძნის ფერი შავი
სახეობა Vitis vinifera
გავრცელების რეგიონები ქვემო და შუა იმერეთი

სამჭაჭა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან. საკმაოდ პგავს მეგრულ ჯიშს ახარდანს, რის გამოც ხარდანს ზოგჯერ სამჭაჭასაც ეძახიან.

XX საუკუნის დასაწყისში გავრცელებული იყო გურიაში, ნიგოითი-ქვიანის მიდამოებში.[1]ამჟამად მცირე ნარგავების სახითაა შემორჩენილი ქვემო და შუა იმერეთში.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, მომრგვალო, სამ-ხუთნაკვთიანი, ზოგჯერ თითქმის მთლიანი ფორმის. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან საშუალოზე მცირე ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური, ზოგჯერ კი კონუსური ან ცილინდრული ფორმის. იშვიათად დატოტვილი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, თითქმის ოვალური, შავი ფერის. კანი სქელი და უხეში აქვს, საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია. მარცვალში ორი საკმაოდ მსხვილი წიპწაა. სამჭაჭა სრულ სიმწიფეში ოქტომბრის პირველ ნახევარში შედის. საშუალომოსავლიანია, მტევნის წონა 150-300 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 4,9-5 ტონა.

სამჭაჭა გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 332
  1. ნაკაშიძე ე., მევენახეობა-მეღვინეობა, თბ: სახელგამი, 1929.  გვ. 28.