ოცხანური საფერე
Jump to navigation
Jump to search
ოცხანური საფერე — ქართული შავყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში. გვიან მწიფდება. კოლხეთის ფორმათწარმოქმნის კერის ვაზის ჯიშია. მცირე რაოდენობით გვხვდება შუა და ზემო იმერეთის რაიონებში (71ჰა). აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო ან მომცრო მტევანი, საშუალო სიდიდის მრგვალი მარცვალი. მოსავლიანობა (ცენტნერი ჰექტარზე) — დაბლარისა 40-70, მაღლარისა 80-100. ოცხანური საფერესგან ამზადებენ მაღალხარისხოვან, მუქი წითელი ფერის სუფრის ღვინოს.
სახელწოდების პირველი ნაწილი გურიის მხარის ოცხანას თემისგან არის ნაწარმოები.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 624-625, თბ., 1984 წელი.