შინაარსზე გადასვლა

აფსუაჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აფსუაჟი (აფხ. Аԥсуажь[1] — „აფხაზური ყურძენი“) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხასიათდება სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის აქვს, მომრგვალო ან მცირედ ოვალური. შავი ფერის. რბილობი წვნიანია, წვენი ოდნავ შეფერილი.

ვაზი საშუალო ზრდისაა, საჰექატრო მოსავლიანობა საშუალოდ 5 ტონაა. ყურძენი სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს შედის.

აფსუაჟისაგან მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 52
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015