კირწწითელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კირწწითელა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ვაზის სახელწოდება მისი ყუნწის (იმერ. კირწი) შეფერილობას გამოხატავს.

უძველეს დროში იგი წმინდა ნარგავების სახით მხოლოდ რაჭაში ყოფილა გავრცელებული.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, სამნაკვთიანი, სუსტად დანაკვთული ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრად ისეა შებუსული, რომ ფოთლის მწვანე შეფერვა ძლივს მოჩანს. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, იშვიათად ცილინდრულ-კონუსური ან ცილინდრული ფორმის, ძლიერ კუმსი. მარცვალი - საშუალო ზომის, ოვალური, მუქი წითელი ან შავი. კანი საშუალო სისქის და მკვრივი აქვს, ვარგად ემჩნევა ცვილისებრი ფიფქი. რბილობი წვნიანია, წვენი — შეუფერავი.

ვაზი საშუალო ზრდისაა. კირწწითელას სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164 დღეა. რაჭის პირობებში სექტემბრის ბოლოს მწიფდება. მტევნის წონა 100 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10-12 გ/ლ-ს.

კირწწითელასგან დამზადებული სუფრის წითელი ღვინო ნაკლებად ჰარმონიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 189