თავკვერი
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
თავკვერი — წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ადგილობრივი ჯიში. სახელი დაერქვა მარცვლის ფუძის მობრტყო-კვერისტავისებური ფორმის გამო. გავრცელებულია ქართლის რაიონებში (460 ჰა) და აზერბაიჯანში (3852 ჰა). უხვმოსავლიანი ჯიშია. შაქრიანობა 19-21%, საერთო მჟავიანობა 7-9‰, იყენებენ სუფრის წითელი ღვინის დასაყენებლად. აზერბაიჯანსა და შუა აზიის რესპუბლიკებში მისგან ამზადებენ შემაგრებულ და სადესერტო ღვინოს.
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გოცირიძე ვ, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 569.