ენდელაძისეული
ენდელაძისეული — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.
გავრცელებულია ბაღდათის მუნიციპალიტეტში ენდელაძეების დასახლებაში. იმერეთში ზოგჯერ შეცდომით ამ სახელით მოიხსენიებენ ფრანგულ საღვინე ჯიშ „კაბერნე სოვინიონს“ (Cabernet Sauvignon).
ბოტანიკური აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუ-სური, იშვიათად ცილინდრული ფორმის, ზოგჯერ ფრთიანი, კუმსი. მარცვალი საშუალო ზომის, ოვალური, მუქი-წითელი, თითქმის შავი. კანი საკმაოდ მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ზომიერადაა დაფარული, რბილობი წვნიანია.
ენდელაძისეული საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდი 166 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის შუა რიცხვებიდან შედის. მტევნის წონა 175-200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა 6.8-8.4 ტონაა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.4-23.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.8-8.5 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის მშრალი ღია წითელი ღვინო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 117