უცნობი ყვითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

უცნობი ყვითელიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი სასუფრე და საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ძლიერ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ევავილი მდედრობითია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის. გვხვდება თხელი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის, მოყვითალო ფერის. ცვილისებრი ფიფქით საშუალოდ დაფარული. კანი სქელი და ნაკლებად მკვრივი აქვს, რბილობი — საშუალო სიმკვრივის, ხორციანი და წვნიანი, გემო — სასიამოვნო.

სიმწიფის საშუალო პერიოდის ჯიშია.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო, ასევე გამოიყენება სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 366