ხუშია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხუშია — ქართული წითელყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებული გურიაში.

ხუშია მეტად მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიში ყოფილა და მისი გავრცელების არეალი მხოლოდ სოფ. ნოღა-ვაზისუბნის მიკროზონით განისაზღვრებოდა. ხუშიას ფოთლის ქვედა მხარე შებუსულია. მტევანი ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსურია. საკმაოდ მკვრივია. იშვიათად თხელი მტევნებიც გვხვდება. მარცვალი შავია. თითქმის საშუალო სიდიდისა და მომრგვალო. ყურძნის შეთვალება იწყება აგვისტოს ბოლოდან და მასობრივ სიმწიფეში შედის ოქტომბრის ბოლო რიცხვებიდან. ვაზი საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა. სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ ხუშია სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. გურიის ბევრი სხვა ვაზის ჯიშებისგან განსხვავებით ხუშია არ იძლევა მაღალხარისხოვან მასალას სუფრის ღვინოების დასამზადებლად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]