რქაწითელი მუსკატური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

რქაწითელი მუსკატურისელექციური თეთრყურძნიანი საღვინე-სასუფრე ვაზის ჯიში. გამოყვანილია საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კათედრაზე ვ. ქანთარიასა და ნ. ჩახნაშვილის მიერ. მუსკატური რქაწითელი ორმაგი დანიშნულების ჯიშია. გამოიყენება როგორც სასუფრე ყურძნად, ასევე მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი, მშრალი ღვინის დასამზადებლად. ხასიათდება საშუალო ზრდითა და საშუალოზე მაღალი მოსავლიანობით.[1]

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომის, მომრგვალო ფორმისა და სამ-ხუთნაკვთიანია. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული. აქვს საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომის, ცილინდრულ-კონუსური ფორმის, საშუალო სიკუმსის, ზოგჯერ მხრიანი მტევანი. მარცვალი მომრგვალო ან მცირედ ოვალურია, საკმაოდ სქელკანიანი. რბილობი საშუალო სიმკვრივისა და წვნიანია, ზომიერადაა გამოხატული სასიამოვნო მუსკატური გემო. სავეგეტაციო პერიოდი 154–160 დღეს შეადგენს. მტევანი იწონის 255–270 გრამს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში შაქრიანობა 22–24%, ხოლო მჟავიანობა 6,5 /-ია.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 გაზ. „ჩვენი სოფელი“, №5 (55), 15 ივლისი 2020, გვ. 15.