შინაარსზე გადასვლა

ბეროულა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეროულაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭიდან.

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, კვერცხისმაგვარი ფორმის, სამ-ხუთნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებურადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი ხშირად ცილინდრულ-კონუსურია, იშვიათად ცილინდრული ან კონუსური, საკმაოდ კუმსი. მარცვალი თითქმის მრგვალია, საშუალო ზომისა და მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი სქელი აქვს, ცვილისებრი ფიფქით ძალიან თხლად დაფარული. რბილობი წვნიანია.

ბეროულა საშუალო ზრდა-განვითარების და მცირემოსავლიანია. მტევნის საშუალო წონა 130 გრამია. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 10.8 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად.

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 71