ხუპიშიჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხუპიშიჟი, ხუპიშეჟიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, მომრგვალო, იშვიათად გულისებური ფორმის, სამნაკვთიანი, მცირედ დანაკვთული, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ძალიან სუსტი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ან დიდი ზომისაა (18-22 სმ.), კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ფრთიანი, საკმაოდ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან ოდნავ ოვალური, შავი ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, სქელი ცვილისებრი ნაფიფქით დაფარული. რბილობი ხორციანი და წვნიანია, წვენი — შეუფერავი, გემო — მომჟავო-მოტკბო.

ხუპიშიჟი ძლიერი ზრდისაა, სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-200 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წინა საშუალოდ 200 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის წითელი მშრალი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 529