საფერავი დიდთანაყვავილიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საფერავი დიდთანაყვავილიანიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში კახეთიდან.

საფერავის ერთ-ერთი ვარიაციაა.

აღმოჩენილია 1936 წელს თელავში, ინსტიტუტის საწარმოო ნაკვეთზე. მოგვიანებით იგი აღმოაჩინეს სოფ. ნასომხარში, ბეღანასფშაზე და შაშიანში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხასიათდება უზარმაზარი დატოტვილი თანაყვავილით, რომლის სიგრძეც 38 სანტიმეტრს აღწევს, ხოლო ცალკეული ტოტები — 26 სანტიმეტრს. ყვავილების რაოდენობა ჩვეულებრივზე მეტია. სამეურნეო თვალსაზრისით ეს ვარიაცია არაა საინტერესო, რადგანაც მცირემოსავლიანია, გვიან და გაჭიანურებულად ყვავილობს, ახასიათებს ძლიერი ყვავილცვენა და ნაგვიანევი სიმწიფე. მტევანში ნორმალური მარცვლების რაოდენობა 85-ია, ხოლო წვრილი და უწიპწო მარცვლების რაოდენობა — 150. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.2%-ს, ხოლო მჟავიანობა — 14.3 გ/ლ-ს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 341