ილემი
იერსახე
ილემი — ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა ილემისა და ქვედა ილემის ძველი სახელწოდება.
ილემი XV საუკუნის დამლევიდან მოიხსენიება: იმერთა მეფე გიორგის აქაური აზნაურებისათვის გოგია და გოგნია მაჭავარიან-სიქდურიშვილებისათვის განუახლებია სოფლების ზოვრეთის, წევისა და ილემის შეწირულება.[1] ქვედა ილემის ტერიტორიაზე დგას გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია — „შემოქმედი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 106.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბედოშვილი, გ., ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2002. — გვ. 181-182.