სვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სვირი (მრავალმნიშვნელოვანი).
სვირი

სვირი
სათავე ონეგის ტბა
სიგრძე 224 კმ
აუზის ფართობი 84400 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} სვირი ვიკისაწყობში

სვირი (რუს. Свирь) — მდინარე რუსეთის ფედერაციაში (ლენინგრადის ოლქი). გამოედინება ონეგის ტბიდან, ერთვის ლადოგის ტბას. სიგრძე 224 კმ, აუზის ფართობი 84400 კვ.კმ. სვირის ჩამონადენი მოწესრიგებულია ონეგის ტბითა და ჰესებით. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 785 მ³/წმ. იყინება ნოემბერ-დეკემბერში, ზოგჯერ იანვარში.

მდინარის სიგანე თავის მთლიან სიგრძეზე იცვლება 100 მეტრიდან 10÷12 მ-მდე. დინების სიჩქარე 0,5-იდან 10,6 კმ/ს.

ყინულძვრაა აპრილ-მაისში. სვირი თეთრი ზღვა-ბალტიისა და ვოლგა-ბალტიის სანაოსნო გზების ნაწილია. სვირის ნაპირზეა ნავმისადგომები: ვოზნესენიე, პოდპოროჟიე, ლოდეინოე-პოლე, სვირიცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]