განხილვა:თავკვერი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კატეგორია ქართული ვაზის ჯიშები სწორია? თუკი აზერბაიჯანშიც ხარობს და თანაც შუა აზიაში ღვინოს ამზადებენ... Deu. 17:18, 15 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი. თუ ქართული სახეობაა და შემდეგ გავრცელდა აზერბაიჯანში მაშინ სწორეა, თუ არადა ამოსაღებია--დათო1010 17:20, 15 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
როგორც ჩანს, არ წერია ქსე-ში, რომ ქართულია. Deu. 17:24, 15 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]
ინტერნეტში ეს ვნახე მხოლოდ
თავკვერი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიშია. თავკვერისაგან მიიღება ღია წითელი ორდინარული ღვინო. ქართლსა და კახეთში არსებობს თავკვერის რამდენიმე ფორმა, როგორებიცაა: შავი თავკვერი, თეთრი თავკვერი, საფერავისებრი თავკვერი, დიდმარცვალა თავკვერი, პატელანთეული თავკვერი და სხვ. დაწვრილებით ცნობებს თავკვერის შესახებ ჩვენ ვხვდებით ს. ჩოლოყაშვილის ნაშრომში (მევენახეობის სახელმძღვანელო, წიგნი II. ამპელოგრაფია. თბილისი, 1938), რომელიც თავკვერს ათავსებს ქართლის ვაზის ჯიშთა ჯგუფში და სამეურნეო მიმართულებით აკუთვნებს საღვინე ჯიშებს, მხოლოდ მასობრივი მოხმარების ღია წითელი ფერის ღვინოების დასამზადებლად. როგორც უხვმოსავლიანი და წვენის დიდგამოსავლიანი ჯიში, თავკვერი საქართველოდან ფართოდ გავრცელდა მეზობელ აზერბაიჯანში, სადაც ეს ჯიში პირველად შეუტანიათ XIX საუკუნის მეორე ნახევარში. ხელშემწყობ პირობებში თავკვერი ძლიერი ზრდა-განვითარებით ხასიათდება. იგი პირველ მოსავალს დარგვიდან მეორე და უფრო ხშირად მესამე წელს იძლევა, ხოლო სრულ მსხმოიარობას იწყებს მეხუთე წლიდან. ხასიათდება უხვი მოსავლიანობით და სარწყავ და უხვად გაპატივებულ ნიადაგებზე მისი საჰექტარო მოსავალი 250-300 ცენტნერსაც კი აღწევს. ვინაიდან თავკვერს დეფექტური მტვრიანები ახასიათებს, საჭიროა მისი ორსქესიანი ყვავილების მქონე ვაზის ჯიშთა შორის გაშენება. სოკოვან დაავადებათა მიმართ თავკვერი მცირე გამძლეობას იჩენს. განსაკუთრებით ზიანდება ჭრაქით. როგორც უკვე ითქვა, თავკვერი ძლიერი ზრდითა და მსხმოიარობით ხასიათდება, რაც განსაკუთრებით ვლინდება ღრმა, ღონიერ, თიხნარ და ქვიშნარ ნიადაგებზე. თავკვერი გვალვების მიმართ დიდ მგრძნობიარობას არ იჩენს. ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ თავკვერის მიმართ ხანგრძლივი დაკვირვება ყინვაგამძლეობის მიმართ არ ჩატარებულა, შეიძლება ითქვას, რომ თავკვერი ყინვაგამძლე ჯიშია. თავკვერის ღვინო ხასიათდება შენახვის ნაკლები უნარით და ნაკლები ტრანსპორტაბელობით. ატენის ხეობა და განსაკუთრებით ხიდისთავის მევენახეობის ზონა ისტორიულად ცნობილია თავკვერის ღვინის წარმოებით, სადაც ტრადიციულად თავკვერის ჩინურ ან გორულ მწვანესთან დაკუპაჟებით იღებენ ფართოდ ცნობილ ღვინოს `ხიდისთაურ წითელს~. ჩინურისა და გორული მწვანეს ტკბილს დაადუღებდნენ თავკვერის ჭაჭაზე და წვენზე ამ უკანასკნელის 10-15%-ის შერევით. დუღილის დამთავრების შემდეგ ღვინოს გადაიღებდნენ ახალ ჭურჭელში და ამრიგან იღებდნენ ღია წითელი (ლალისფერი) ფერის, სხეულიან და შინაარსიან ჰარმონიულ ღვინოს.

--დათო1010 17:45, 15 ივნისი 2012 (UTC)[უპასუხე]