მცვივანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მცვივანი — საქართველოში ფართოდ გავრცელებული ვაზის სახელია. ასეთი სახელწოდება გამომდინარეობს ჯიშური თავისებურებიდან, რადგანაც ისინი ხასიათდებიან ზედმეტი ყვავილცვენით.

ამ სახელწოდების ვაზის სხვადასხვა ჯიშია ცნობილი: კახეთში, რაჭაში, იმერეთში და გურიაში, მაგრამ ისინი როგოც ამპელოგრაფიული, ასევე სამეურნეო-ტექნოლოგიური მაჩვენებლებით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 258