თეთრი მაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეთრი მაური — ქართული თეთრყურძნიანი ვაზის ჯიში, გავრცელებული გურიაში.

სოკოვანი ავადმყოფობებისა და ფილოქსერას მოქმედების შედეგად თეთრი მაურის მაღლარები თითქმის გადაშენდა. ჯიშს ახასიათებს ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის ყვავილები. მტევანი თხელია და იშვიათად საშუალო სიმკვრივის. მარცვალი ღია მწვანეა, საშუალო სიდიდის. მცირედ ხორციანია და უფრო წვნიანი, უბრალო ტკბილი გემოთი. თხელკანიანია და ახასიათებს მცირე ცვილისებური ნადები. ვაზი საშუალო ან საშუალოზე სუსტი ზრდისაა. ხასიათდება მცირე მოსავლიანობით. როგორც ფუნქციონალურად მდედრობითი სქესის მქონეს, მაურს ახასიათებს ყვავილცვენა, რაც 35%-ს აღწევს. სოკოვან დაავადებათა მიმართ აღნიშნული ჯიში სუსტ გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ძლიერ ავადდება ჭრაქისაგან. ვაზზე დატოვებული მტევნები არ ინახება, ასევე მოკრეფილი ყურძენიც ლპება ძალიან მალევე. მისგან დაყენებული ღვინო მცირე ალკოჰოლიანობის გამო შენახვის უნარს მოკლებულია და ტრანსპორტირებასაც ვერ იტანს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]