სამგორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამგორი — ისტორიული უბანი თბილისში.

სამგორი მდებარეობს იქ, სადაც ძველად მუხროვანის მეურნეობა იყო. მას შემდეგ, რაც 1951 წელს ივრის წყალი, სამგორის არხით თბილისისაკენ გამოუშვეს და ე.წ. თბილისის ზღვა შეიქმნა, სამგორი სხვადასხვა დასახლებას უწოდეს და მათ შორის თბილისის ერთ-ერთ ახალ დასახლებას, რომელიც ყოფილ საქარხნო ადმინისტრაციულ რაიონში შედიოდა. ტოპონიმის წარმოქმნის თაობაზე ერთ-ერთი თქმულება მოგვითხრობს, რომ ვახტანგ გორგასალის წინამძღოლობით ქართველთა ლაშქარმა სასტიკად დაამარცხა შემოსეული სპარსელები, ბევრი ქართველი შეეწირა ამ ბრძოლას. გამარჯვებულმა დაღუპული თანამოლაშქრენი სამ საფლავში ჩააწვინეს და შემდეგ ყოველმა მეომარმა თითო მუჭა მიწა მიაყარა მათ. აქედან წარმოიშვა სამი გორა და მათ შორის მდებარე ველს სამგორი უწოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • თ. კვირკველია, ძველთბილისური დასახელებანი, თბ., 1985